ნათელაშვილი – სასწრაფოდ გაუქმდეს საქალაქო ტრანსპორტზე მოძრაობის აკრძალვა

“რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში” – საგანგებო განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა და საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და “პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში.

გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.

შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები იმ სარჩელისა, რომელითაც “ლეიბორისტებმა” საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაში„თალიბანი“ – ქაბულში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას სამოქალაქო პირებიც შეეწირნენ
შემდეგი სტატიაჯანმო და გაერო-ს ბავშთა ფონდი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში