ნათელაშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნას ითხოვს. “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ საკითხის ირგვლივ მუშაობს იწყებს.

ნათელაშვილი ფიქრობს რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.

“ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სერიოზული დაცვის და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ქართული სახელმწიფოს არსებობა, ყოველდღიურად დგას საფრთხის წინაშე. “ლეიბორისტულმა პარტიამ” დაიწყო მუშაობა საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნაზე. თუ ჩვენ არ გვექნება უსაფრთხოების დაცვის გეოპოლიტიკური გარანტიები, ვითარება იქნება ცუდი და ცუდი. ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ემუქრება სერიოზული საფრთხე”. – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: თუ პუტინი ომს მოიგებს, ის, სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ