ნათელაშვილი სააკაშვილს – პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეთ, რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქით“ პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას პულსი არ ესინჯება.

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია, არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე, ქართველ ხალხთან. პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე,მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – საერთაშორისო არენაზე ბატონი ღარიბაშვილის სიტყვას ფასი არ აქვს