ნათელაშვილი – რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას

​რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას, მისი მიზანია საქართველოს მკვლელობა, რაც არ უნდა ვაპატიოთ და ლექსოს სული უნდა მიგვიძღოდეს, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას.

„ლექსო მოგვიკლა მოძალადე სახელმწიფო მანქანამ ორგანიზებული ტერორისტული აქტის მეშვეობით და ეს ნახა მთელმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში. ამიტომ ყოველგვარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ნივთიერებები აღმოჩნდა, ქალაქში იარა, მოპედზე იჯდა და სხვადასხვა არის ისეთივე თავის გამართლების მცდელობა, უსუსური და დანაშაულებრივი, როგორც მაჩალიკაშვილს „აღმოაჩნდა“ საწოლის ქვეშ დიდი ბომბი და მძინარე იქნა ჩაცხრილული.

რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას, ძალადობას და მისი მიზანია საბოლოო ჯამში საქართველოს მკვლელობა, რაც არ უნდა ვაპატიოთ და ლექსოს სული უნდა მიგვიძღოდეს. ის რომ ძველბჩამტვრეულ ადამინს არაფერი არ უყუჩებს მორფინის გარდა, იცის მთელი მსოფლიოს მედიცინამ სამთავრობო ბრიყვების გარდა, თუმცა მთლად ბრიყვებიც არ არიან, კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ უზნეობა, რომელიც ასეა გამეფებული მათში, აძლევს საშუალებას, ამტკიცონ ეს დანაშაულებრივი არგუმენტი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი: ოპოზიციის ნაწილს არანაირი სურვილი და მიზანი არ გააჩნია ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა