ნათელაშვილი:” ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას გეგმავს – მიმართვა პრეზიდენტს

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დანიშნოს.ნათელაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მასობრივ გაყალბებას და არჩევნების ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარებას გეგმავს. “ლეიბორისტების” ლიდერი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარების შემთხვევაში ოპოზიცია ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვერ მოასწრებს.

„მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც არის კანონიერების და სამართლიანობის გარანტი კონსტიტუციით და რომელიც ნიშნავს ამ არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნეთ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ ფალსიფიცირებას,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვასაც გამოეხმაურა და ცვლილებებს ანტიკონსტიტუციური უწოდა.

„მიდის ხელისუფლების უზურპაცია მრავალი წლით და თავიანთი ჭკუით სამუდამოდ, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ხელისუფლება შეტანილი ძირითად კანონში იქნება გაუქმებული, ხოლო ამ ცვლილებების ხმის მიმცემი სუბიექტები, ფულის მაძიებლები, ქვეყნის მოღალატენი, მორალურ და იურიდიულ პასუხისგებაში იქნებიან მიცემული,“-აცხადებს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისკოლადამთავრებულები განაცხადის შევსებიდან 10 დღის ვადაში ატესტატს უფასოდ მიიღებენ
შემდეგი სტატიაე.წ „კორტების სპეცოპერაციის საქმეზე“ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს