25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ნათელაშვილი: პუტინი კავკასიაში ფრონტს ვერ გახსნის, ხიფათიანი გეოპოლიტიკური დუღილი რეგიონში წინ გველოდება

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და სომხეთში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება.

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს.ჩვენი მეზობლები არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას. შესაბამისად,  რუსი ოლიგარქის არჩევა გამორიცხულია. გაიმარჯვებს პრემიერ ფაშინიანის პარტია.  ცუდი ისაა,რომ სხვები ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ და არა ჩვენ სხვის მწარე გამოცდილებაზე. რუსეთის ძალების შეჭრა სომხეთში, თან საქართველოს გავლით გამორიცხულია,პუტინს პეტერბურგი და მოსკოვი ვერ დაუცვია დრონებისაგან და მეორე ფრონტს კავკასიაში დღეს არ გახსნის. უფრო საინტერესო და ხიფათიანი გეოპოლიტიკური დუღილი რეგიონში წინ გველოდება”,_ წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“შპიგელი”: ევროკომისია შიდა სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით გაუქმებას მოითხოვს
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების აუცილებელ პირობას ასახელებს