ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს საარჩევნო კოდექსს ვეტო დაადოს

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 3 მოსმენით მიიღო, ვეტო დაადოს.

ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება შალვა ნათელაშვილის პარტიას ძირითად უფლებებს ართმევს.

“იმ შემთხვევაში, თუ გარისკავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ხელს მოაწერს ამ საშინელ დოკუმენტს, ქვეყნისთვის ლახვრად გამზადებულ კანონოპროექტს, ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი და ის ადრე თუ გვიან ამ პოსტზე მოღვაწეობას გადაყენებით და პასუხისგებაში მიცემით დაასრულებს.

მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მოსაკლავად არის მომზადებული”,- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუილიამმა და ჰარიმ პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს
შემდეგი სტატია“სოც-ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა „ფორმულამ“ უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა”