ნათელაშვილი – პატრიოტთა ალიანსს… ,,ყოჩაღ… შორს წახვალთ,,

natlashvili ,,როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ სიტყვა-სიტყვით, არჩევნებამდე ხმამაღლა გამოგვიცხადა რომ, მაღალი რეიტინგის მიუხედავად არ შეგვიშვებდა პარლამენტში. ნეტავ ხალხზე მიცემული დაპირებებიც ასეთი სიმკვირცხლით შეესრულებინა მაგრამ ,ახლა ამაზე არ ვწერ. აღნიშნულ მუქარებს მოჰყვა უამრავი კონკრეტული საქმე მათ შორის სპეციალური მრავალმილიონიანი გაზეთის გამოცემა სადაც ჩამოწერილი იყო ჩემი იმდენი ცოდვა რომ საკუთარი თავის სარკეში ნახვაც არ მინდოდა. და დღეს ვიგებ რომ ამ უბინძურეს გაზეთს ოცნების აქტივთან, ტრანსპორტზე კონტროლიორებთან, მენაგვეებთან ერთად არიგებდა ,ჰოი საოცრებავ ,,პატრიოტთა ალიანსიც,,. აი ოპოზიცია, კიდეც დაუფასდათ… ყოჩაღ შორს წახვალთ. არ იფიქროთ შემშურდა მათი შესვლა პარლამენტში.მანდ 2008 წელს 7 პროცენტზე მეტი ავიღე და 6 დეპუტატი გავიყვანე მაგრამ, არ შევედი იმ ურცხვი გაყალბებების გამო რაც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ერთადერთი რაც შეიძლება ეგოისტურად განვიცადო ესაა მათი ლიდერის 14600 წლოვანი ქართული გენეტიკა,სააკაძის და წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლობა პირდაპირი ხაზით,,- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ რუსეთს მოუწოდა ცივილიზებულ ადამიანებს მოუსმინოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს