ნათელაშვილი – პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ წარმატებით დაწყებული პროცესი ოპოზიციური ძალების მხრიდან “მოღალატეობრივად ხელმოწერილმა დოკუმენტმა შეცვალა”

შალვა ნათელაშვილმა ასევე სამწუხარო უწოდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტია პარლამენტში შედის.

“ახლა, როდესაც პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნოებმაც დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება, ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი არის თქვენი ნდობა და სიყვარული, არის საქართველოს ლეიბორისტული პარტია და სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს.

წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა, აქ ლეიბორისტულ ოფისში შეწყვიტა გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა”,-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სცენარის ქვეშ დარჩა
შემდეგი სტატიაკობახიძე – გახარია პარლამენტში საუბრობდა, რომ ქვეყანაში არ იყო კორუფცია, დღეს საუბრობს კორუფციაზე, ჰკითხეთ, როდის ტყუოდა