ნათელაშვილი ოპოზიციას წინააღმდეგობრივი მოძრაობის დასაწყებად გაერთიანებას სთავაზობს

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობრივი მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებს. ინიციატივის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არჩევნების ოლიგარქიულმა ფალსიფიცირებამ ერის ისტორია გაამრუდა, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ნუ ველოდებით უცხოელ დამკვირვებლებს და მათ შეფასებებს, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დავსახოთ გეგმები, რომ ქვეყანა მილიარდერის ბიზნესინტერესებს არ გადავაყოლოთ. მოგიწოდებთ ყველას, დავიწყოთ კონსულტაციები,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
შემდეგი სტატიასერგო რატიანის განცხადებით აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება