“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობას იწყებს, რითაც ვაშინგტონსა და ბრიუსელს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოსთხოვს.
ნათელაშვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოლიგარქის ქონების და ანგარიშების დაყადაღებასა და დასანქცირებას მოითხოვს.
ნათელშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სანქცირების აღნიშნული პაკეტი ქვეყანას მოუტანს დეოლიგარქიზაციას და მოახდენს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას არჩევნების გზით.
“ლეიბორისტული პარტიის” მიერ ათეული წლის წინ დაწყებულმა ბრძოლამ ოლიგარქის დასანქცირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ადამიანი შეიყვანა ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში და თუ ეს ვინმეს არ ეჯერა, რამდენიმე დღის წინ მოისმინეთ, როგორ აღიარა ივანიშვილმა, რომ ის დასანქცირებულია.
“ლეიბორისტული პარტია” ამზადებს სანქციათა ახალ პაკეტზე წინადადებებს, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ეს მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
1. დასანქცირდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა ბანკსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში.
2. დაიბლოკოს ივანიშვილის მიერ გახსნილი კორპორაციები ობშორულ ზონებში.
3. დაყადაღდეს ივანიშვილის აქციები მსოფლიოს ტრანსნაციონალურ კორპორაციებში.
4. ჩამოართვას და დაიბლოკოს ივანიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დედამიწის ყველა წერტილში.
5. დაედოს სავიზო, დიპლომატიური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილსა და მისი ოჯახის ყველა წევრს.
ეს უნდა გაკეთდეს დროზე, სანამ ოლიგარქი მთელ მსოფლიოს და საქართველოს მოევლინება პრეზიდენტად ან პრემიერად, რითაც შეიქმნება დამატებითი პრობლემები მისი საბოლოო ნეიტრალიზაციის გზაზე. ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ოპერატიულად.
სანქცირების აღნიშნული პაკეტი ქვეყანას მოუტანს დეოლიგარქიზაციას და მოახდენს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას არჩევნების გზით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.