მოვითხოვ, საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე გამოძახებულ იქნეს საგარეო საქმეთა მინისტრი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირებაზე რეაგირება მოსთხოვა.
“შექმნილ ფონზე, როგორც მოსალოდნელი გახდა სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არც ერთი პროტესტი, არც ერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე გამოძახებულ იქნეს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, ხოლო ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთშორისო დონეზე.
სხვა შემთხვევაში აი ამ ერთი პატარა ქართული ულამაზესი სოფლის ანექსირებას ფსოუზე მოჰყვება მთელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასე ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მიერთება რუსეთის ფედერაციაზე”,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.