ნათელაშვილი: მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო

ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის ისეთი შანსი დაკარგა, რომ მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გამო აკრიტიკებს.

„თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს, განსაკუთრებით ამ თემაზე, ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის ისეთი შანსი დაკარგა, რომ მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო. არ გვიფიქრია და საერთოდ, არავითარი მუშაობა ამ მიმართულებით არ დაგვიწყია, ისეთ შოკში ვართ იმის გამო, რაც გააკეთეს. ამ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ გადარჩა ხელისუფლება, დაღუპული, დაქცეულები იყვნენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია
შემდეგი სტატიაღუდუშაური: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს სურს, იმუშაოს „გლოვოში“