ნათელაშვილი ივანიშვილს ფსიქიატრთან კონსულტაციას ურჩევს

ჩვენ ვნახეთ შეშინებული კაცის გამოსვლა, რომელმაც რეალურად იცის ჩვენი პარტიის რეიტინგები-ეს განცხადება, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, ბიძინა ივანიშვილის განცხადებიბის შეფასებისას გააკეთა. ნათელაშვილმა ივანიშვილს ფსიქიატრთან კონსულტაციას ურჩევს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ღირსეულად წასვლას არ აპირებს.
“ჩვენ ვნახეთ შეშინებული კაცის გამოსვლა, რომელმაც რეალურად იცის ჩვენი პარტიის რეიტინგები და კარგად იცის, რომ ჩვენ ჩავანაცვლებთ მის კორუმპირებულ რეჟიმს. ყვარყვარეს ამ ბატონმა დიდი ხნის წინ გადააჭარბა, როცა თქვა, რომ საქართველომ თურმე მაკროეკონომიკური განვითარებით გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასეთი რამ 100 და 1000 ყვარყვარეს ერთად თავში არ მოსვლია. ჩვენ ამ ბატონისაგან გავიგეთ ახალი ლიტერატურული წიაღსვლები და სიახლეები, ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა ბრძანა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილის დაწერილია და პოლიკარპე კაკაბაძეს, გენიოსს ჩამოართვა საავტორო უფლება. ოღონდ თვითონაც ვერ გაიგო რომელი ჯავახიშვილი ჰყავდა მხედველობაში: ივანე ჩვენი ისტორიის მამა, თუ მიხეილი ჩვენი სიამაყე და კლასიკოსი. საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან. იცრუა ზომაზე მეტი,”- აღნიშნა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს ღარიბაშვილი დაგვასვას თავზე, მაგრამ ის პრეზიდენტი ვერ გახდება
შემდეგი სტატია“თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებაზე გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო