ნათელაშვილი: გელოდებით 15 მაისის შეკრებაზე, ის შესაძლოა ახალი 26 მაისი გახდეს

“გელოდებით 15 მაისის შეკრებაზე, ის შესაძლოა ახალი 26 მაისი გახდეს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“15 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ყველას გელოდებით დიდ სახალხო შეკრებაზე, რომელიც შეიძლება გახდეს ახალი 26 მაისი.

რა თქმა უნდა ჩვენ არ შევცვლით გეგმებს იმისა, რომ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მშვიდობიანი, ახალი არჩევნების გზით და ამაზე იბრძვის ქართული ოპოზიცია უკვე რამდენი ხანია და შესაბამისად შედეგები უკვე დადგა. თალაკვაძის მოკატუნებული განცხადება ამის დასტურია. ვნახავთ სხვა ხმაზე ამღერებულ ქოცებს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ათ ამერიკელ და სამ პოლონელ დიპლომატს გააძევებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქალაქში მურაბის ქილაში 600 ათასი ევროს ოქრო იპოვეს