ნათელაშვილი – განხილვაშია ალტერნატიული სახალხო პარლამენტის შექმნა

„ის, რაც მოხდა დღევანდელ სინამდვილეში – ერპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ტირანი ოლიგარქის კლანი „ქართუ ბანკიდან“ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და რომ ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია. საპროტესტო აქციები და ალტერნატიული პარლამენტები მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს. საკონსულტაციო, სტრუქტურული ინსტიტუტები თავის ხმას ორგანიზებულად გააგონებენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას და დააჩქარებენ ხელისუფლების დაკრძალვას. ეს თემებია განხილვაში. ჩვენი პოზიციაა, რომ შეიქმნას ალტერნატიული, სახალხო პარლამენტი, თავისი კომიტეტებით, კომისიებითა და სტრუქტურებით. ალტერნატიულ-სახალხო-საკონსულტაციო პარლამენტის, პლატფორმის თემა განხილვაშია. ასევე, განხილვაშია საყოველთაო საპროტესტო მოძრაობის განახლებაც და ივანიშვილის მიმართ გლობალური ფინანსური სანქციების გატარების საკითხი ევროკავშირიდან, აშშ-დან, რომელსაც ხელს მოაწერს მთელი ოპოზიცია.

ნუ მიგვიყვანენ აქამდე, დროზე დაცალონ კაბინეტები. თუ არ დაცლიან, რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი იქნება და კიდევ უარესი, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, რევოლუცია ქვეყანაში მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა.

„რევოლუცია უკვე მოხდა, როდესაც ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და მარტო დატოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, გაურკვეველი დედალ-მამალი წარმონაქმნები. ყველას ხომ არ ჰგონია, რომ რევოლუცია არის ზარბაზნების სროლა და ქუჩებში თოფებით სირბილი?! ხელახალი არჩევნების გარეშე მშვიდობა როგორ იქნება. ხელახალი არჩევნების გარეშე საქართველოს ხელისუფლება არ ეყოლება და ასეთ დროს მშვიდობის გარანტიებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – პერმანენტული ბრძოლა დაიწყო