ნათელაშვილი დმანისის მოვლენებზე – ჯერ კიდევ ვზივართ არაცივილიზაციურ ხეზე და იქიდან ჩამოსვლას არც ვაპირებთ

“მოკლედ რაც შეეხება გუშინდელი დმანისის მოვლენებს.დამტკიცდა რომ ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც ჯერ კიდევ ვზივართ არაცივილიზაციურ ხეზე და იქიდან ჩამოსვლას არც ვაპირებთ. ამის ნათელი დადასტურება სახელდახელოდ მომარჯვებული ქვა,ხე და სხვა პირველყოფილ არსებათა ბრძოლის იარაღები რითაც ალბათ წინაპარი ნეანდერტალელნი ცხონდნენ. ახლა გლობალურად.ეს კონფლიქტი მხოლოდ დროებით ჩაცხრა და არაფერი დამთავრებულა,შეიძლება ახალი ეტაპიც კი იწყება დაძაბულობაში.

პანთურქიზმის ძარღვი რომლის სათავეში დგას პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ვეზირი ალიევი გადის სწორედ ქვემო ქართლზეც და ფუნდამენტალისტები სწორედ საქართველოს ხარჯზეც ქმნიან ამ წუთებში საკუთარ ყალბ ისტორიას ალბანური მემკვიდრეობის მოტივაციით. ამას ეწირება სწორედ დავით გარეჯი რომელის ცნობილი მონაკვეთი სადემარკაციო შეთანხმების გარეშე მიიტაცეს პირდაპირ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა. რამაც ნუ დავმალავთ ფსიქოლოგიურად,სერიოზულ დონეზე დაძაბა ურთიერთობა ორ მოძმე ხალხს შორისაც.

აღნიშნული წინ უძღვოდა ალიევის რეგიონალურ მცირე ბონაპარტედ ჩამოყალიბებას,რასაც შემდგომ მოჰყვა ყარაბახის შემომტკიცება, საქართველოს გვერდის ავლით ნახიჩევანზე თურქეთისაკენ გაჭრილი გეოპოლიტიკური მაგისტრალი, რუსეთ–თურქეთის ალიანსი კავკასიაში მონოპოლიაზე ამერიკის გასაძევებლად,პუტინ–ერდოღანის იდეა ამიერკავკასიულ ექვსეულზე სადაც სურთ ჩვენი შეთრევაც.მოსალოდნელია ირანული შიიზმის გააქტიურება პანთურქული სუნიზმის შესასუსტებლად,წინაა არაბული ფუნდამენტალიზმის ,მათ შორის ტერორისტული მიმართულების მოძრაობათა გააქტიურება ქვემო ქართლზე საბაზისო აქცენტირებით.

რუსეთი ყველა საშუალებით იმოქმედებს რეგიონის ასაფეთქებლად რისთვისაც გამოიყენებს მათი სპეცსამსახურების ქართველ აქტივისტებს,გუშინ იქ ვნახეთ ზოგიერთი. სომხური ფუნდამენტალისტური ძალებიც უცხოეთიდან მაქსიმალურად შეეცდებიან ამ სივრცეში იყოს პერმანენტული დაძაბულობა. ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის ერთდროული აფეთება დაასრულებს ქართულ სახელმწიფოებრიობას.სწორედ ქვემო ქართლიდან შემოდიოდა ყველა დამპყრობელი არაბები,ჯალალედინი,მონგოლები,შახ–აბასები და მათ შორის 1921 წელს ლენინურ–სტალინური რუსეთიც და ყველაფერი ეს ხშირად ხდებოდა თითქოსდა მაგ ხალხის დასაცავად ქართველი მჩაგვრელებისგან .დღეს კონცენტრირებულად,ჰორიზონტზე ჩანს საფრთხე,რომ თუნდაც გუშინდელის მაგვარ კონფლიქტებს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული საერთაშორისო სამხედრო კონფრონტაცია,რასაც ჩვენ გარანტირებულად წავაგებთ,ხოლო მშვიდობისმყოფლებად რუსთავის ოფიციალურად ჩადგებიან რუსეთ–თურქეთის შეიარაღებული ძალები.ეს უკვე გუშინ მოხდა ყარაბახში.

მოკლედ რა არის გამოსავალი:

1.ჩვენი აზერბაიჯანელების სრული ინტეგრაცია ქართულ ცივილიზაციურ–სახელმწიფოებრივ–საგანმანათლებლო სივრცეში რათა ისინი სტუმრად კი არა,ქართველ პატრიოტებად, ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს

2. ამ ხალხს საკუთრებაში უნდა გაუნაწილდეთ მიწები და რეგიონიდან უნდა წამობრძანდნენ თავის დროზე ამ მიწის უკანონოდ დამთრევ–მიმთვისებელი ვაკის სვეტური ბანდა.

3. ღვთისმსახურებმა უნდა შეწყვიტონ პროვოკაციული, ვითომ ქრისტიანული დემარშები,ჯვრების მასობრივი აღმართვა სადაც ეს საჭირო არაა,მორწმუნე მუსლიმებზე ნაკურთხი წყლის შესხმა ქუჩა–ქუჩა და სხვა.არაქრისტიანული გამოხტომები,საპატრიარქომ უნდა შწყვიტოს ალიევის საოჯახო კომპანია სოკარიდან უფასო გაზისა და სხვა ქრთამების აღება

4. რაც შეიძლება მეტი ღირსეული აზერბაიჯანელის ჩართვა ( და ასეთი ბევრია) ქვეყნის მართვაში მათ შორის უმაღლეს დონეზე. ოღონდ ისეთების არა პარლამენტში, რომ სხედან და ალიევისგან გარეჯის მიტაცების კანონიერებას გვისაბუთებენ.

5. მზარდი პანთურქული საფრთხის გამო გარდაუვალი ორი ქვეყნის საზღვრის მთელ მონაკვეთზე განტოტვილი სამხედრო ბაზების მშენებლობა (იქითა მხრიდან ამას ბაქო კაი ხანია აკეთებს) და მათ შორის გასახსნელია ერთობლივი ქართულ–ამერიკული სამხედრო ბაზა.

6. ასაწევია საერთაშორისო აქტიურობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვით რათა ბაქომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები გარეჯის ოკუპირებული სივრციდან და გაგრძელდეს სადემარკაციო მოლაპარაკებები გაეროს,ამერიკის ,ევროკავშირის მონაწილეობით

7. დაუყოვნებლივ ორი ქვეყნის ურთიერთობის ერთ–ერთ საკვანძო საკითხათ გასააქტიურებელია ჰერეთის (საინგილოს) საკითხი სადაც აღვირახსნილი ტემპებით მიდის ქართველი მოსახლეობის ასიმილაცია იმ დონეზეც კი რომ ქართული სახელების დარქმევა ბავშვებზე აკრძალულია,შეზღუდულია ქართული სახელმძღვანელოების შეტანა უკვე 2006 წლიდან, ვეტო ადევს ქართულ საგანმანათლებლო,კულტურულ,რელიგიურ დაწესებულებათა ნორმალურ საქმიანობას,უფრო სწორად იდევნება.

8. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს რეგიონში მცხოვრები სვანი მოსახლეობის გამოყენება საარჩევნო ზონდერებად და მერე ამ საფუძველზე მათთვის ხელშეუხებლობა–დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნა.აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ უნდა შეიგნოს რომ მათი ხმა ეკუთვნის საქართველოს და არა მთავრობებს,ასევე არ უნდა ელოდონ მითითებებს ბაქოდან თუ ვის მისცენ ხმა. სახელმწიფოს არსებობა მუდმივი ბრძოლაა. არ იბრძვი იშლები მსოფლიო პოლიტიკური სივრციდან. ჩვენ აქედან გამონაკლისი ვერ ვიქნებით. თვალი გავახილოთ. დროა” – წერს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მოლოდინი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, კოლეგები ჩემ მიმართ ცოტა დათბნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე – ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა