ნათელაშვილი – დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 12:19

ნათელაშვილი – დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ

დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია.

„ჩვენი პოზიციები ამ წუთისთვის და ვიმედოვნებ, გამარჯვებამდე რჩება უცვლელი – ხელახალი არჩევნები, ვინაიდან 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მსგავსიც კი არაფერი ჩატარებულა, რაც იცის სრულიად საქართველომ და აღნიშნულს გაიგებს მთელი ქვეყნიერება. უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს მეგობარი სახელმწიფოებიდან, რომლებიც რა თქმა უნდა, აქ შემთხვევით არ ჩამოდიან, მით უმეტეს ასეთ კრიტიკულ დღეებში. ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და გასაგებია.

დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაშიახმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა, ამ საქმეში გადათვლა არავითარი მკურნალი და წამალი არ იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 12:19