7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ნათელაშვილი: დავით გარეჯი ოკუპირებულ იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანას ითხოვს და პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადემარკაციო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, სიცრუეს უწოდებს.

ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წელს დავით გარეჯის ტერიტორია აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა „ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დაიკავეს“.

„გუშინ აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მორიგი სიცრუე განაცხადა, თითქოს დავით გარეჯთან დაკავშირებით დემარკაციის თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტაძართან მიგვიყვანს ამ რეჟიმის ჩამოშლა და ხელისუფლების შეცვლა. რაც შეეხება დემარკაციას — ალიევმა ჯერ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები სრულად გარეჯის ტერიტორიიდან და მოლაპარაკებები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს“, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, სანამ სამხედრო დანაყოფები ტერიტორიას არ დატოვებენ, აზერბაიჯანისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა არ უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს
შემდეგი სტატიაFitch-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა