ნათელაშვილი: დაწყებული ბრძოლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია

“ლეიბორისტული პარტიის” მიერ დაწყებული ბრძოლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამით ის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ბრძოლას არამარტო ყოველთვის აქვს აზრი, აუცილებელი და გარდაუვალიცაა რომ უზურპაცია და დასჯა, ასევე ძალაუფლებით ტკბობა ვერავინ შეძლოს”.

banner
წინა სტატიაშიდავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სამი მოწმე გამოიკითხა
შემდეგი სტატიამოქალაქის კოვიდ-სტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა – ბექა ფერაძე