ნათელაშვილი: არავის დაუპირისპირებია ქართული საზოგადოება ისე, როგორც ეს ჰქმნა ჭორვილელმა ბოროტებამ

“არავის ვიმეორებ არც გარე და არც შიდა დამპყრობელს არ დაუპირისპირებია ქართული საზოგადოება ერთმანეთისთვის ისე, როგორც ეს დოლარებით ჰქმნა ჭორვილელმა ბოროტებამ”, – ასე ეხმაურება 9 აპრილს გამართულ აქციას, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

“თუ შეიძლება,რომ სიძულვილს სამოქალაქო ომისთვის ადუღებულს სახე ქონდეს? კი,თურმე შესაძლებელია.არ გჯერათ? შეხედეთ ივანიშვილის ორგანიზებული დღევანდელი ე.წ მარადისობის აქციის მონაწილეთა გამომეტყველებას. ისინიც ჩემებია.მეცოდებიან მათთან ერთად ჩემი თავიც მებრალება. არავის ვიმეორებ არც გარე და არც შიდა დამპყრობელს არ დაუპირისპირებია ქართული საზოგადოება ერთმანეთისთვის ისე, როგორც ეს დოლარებით ჰქმნა ჭორვილელმა ბოროტებამ.დროა განვაგდოთ,დროა”, – წერს ნათელაშვილი.

გია გაჩეჩილაძემ იგივე უცნობმა ორგანიზაცია “მარადისობა” დააფუძნა. ორგანიზაციის პირველი აქცია 9 აპრილს, დღეს გაიმართა, სადაც ოპოზიცია და ოპოზიციური მედია მწვავედ გააკრიტიკეს.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: გიორგი ვაშაძეს შეთანხმება სურს, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია