ნათელაშვილი: ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტთან, თამარ ბაღაშვილთან, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე არდათანხმების მიზეზს განმარტავს. თამარ ბაღაშვილმა მისი მესიჯი პირდაპირ ეთერში საკუთარ გადაცემაში “მთავარი დებატები” წაიკითხა.

ნათელაშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც არ უნდა შევიდნენ.

“oპოზიციის მიმართვას, არსებითად, მხარს ვუჭერ. ხელი არ მოვაწერეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით ტექსტში პლებისციტის ხსენებასაც კი. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს. რადგან, ბოლოს და ბოლოს, განცხადებები გვაქვს დაწერილი გამოსვლაზე და ეს იცის მთელმა მსოფლიომ”, – წერს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია ჩაწყობით, ჯანდაცვის მინისტრისა და “ოცნების” დეპუტატის მიმოწერა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბესელია: ივანიშვილმა პირდაპირ მთხოვა, რომ ჩემი მოქმედებები დამოუკიდებელი არ ყოფილიყო