ნათელაშვილი ახალგორში შექმნილ ვითარებაზე რეაგირებას გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს

region
ავტ.: region დეკემბერი 27, 2019 15:06

ნათელაშვილი ახალგორში შექმნილ ვითარებაზე რეაგირებას გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს

შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას და სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს. ამ განცხადებით “ლეიბორისტების” ლიდერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს.

“მივმართავ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს, სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეთ შექმნილი კატასტროფულ-ტრაგიკული ვითარება. დააწესეთ სასწრაფო სანქციები სეპარატისტ თვითმარქვია ბიბილოვის ადმინისტრაციასა და პირადად მის მიმართ, რათა ისინი ვერ გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ. სხვა შემთხვევაში მოსახლეობას ემუქრება ფიზიკური მოსპობა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.

region
ავტ.: region დეკემბერი 27, 2019 15:06

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics