ნათელაშვილი – ვინც დაიჯერებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს ერთი ან ორი%, უნდა მოთავსდეს სამკურნალო დაწესებულებაში

ამერიკის რესპუბლიკური ინსიტუტისა და NDI-ის კვლევა ყოველთვის არის მიკერძოებული, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით გაჟღენთილი. ეს ორგანიზაციები, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ემსახურებოდნენ ჯერ შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს, ახლა ივანიშვილს და მომავალში ვინც იქნება, შეეცდებიან, რომ მას მოემსახურონ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება უნდა დასრულდეს.

„უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკა და ეს ტაქტიკა ან აღნიშნულმა ორგანიზაციებმა გადაინაცვლონ სხვა განვითარებად, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, იქ, სადაც მეტი სამუშაო და გასაქანი ექნებათ.

IRI -სა და NDI-ის გამოკვლევა არის ყოვლად არაობიექტური ყოველთვის. ფორმალური ადამიანი რომ დაიჯერებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი პროცენტი, სულ მცირე, მას უნდა აეკრძალოს მუშაობა სოციალური გამოკვლევების დარგში ან მაქსიმუმ მოთავსდეს სამკურნალოდ გარკვეულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შინაური იქნება თუ გარეული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება, შემდეგ ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს
შემდეგი სტატიაგაბუნია – პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია