ნატელაშვილი: ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი მიიღებს ისეთ ხურდას, რომელსაც ვეღარ მოინელებს

ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი მიიღებს ისეთ ხურდას, რომელსაც ვეღარ მოინელებს, ვეღარ აითვისებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაცვას ყველანაირად შეეცდება.

„მე ვურჩევ მეგობრულად რეჟიმის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ბუჩქებშია ჩამალული და მესიჯებს უგზავნის უმრავლესობის წევრებს, თვითონ გახდება მსხვერპლი თავისი ავაზაკობის, თუ ეს განახორციელა. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან ნიკა მელიას სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი. დღეს იდევნებიან ის ახალგაზრდები, ვისაც ივანიშვილმა თვალები დათხარა 20 ივნისის ღამეს, დღეს იდევნება საქართველოს მომავალი. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ იქნება შალვა, მაზეგ თორნიკე, ამიტომ ჩვენ ძირშივე უნდა ამოვწვათ რეპრესიების მსურველი რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა დააკავა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ნიკა მელიას დაჭერა თუ გაბედეს, ამას მოყვება ცალკე რეაქცია საზოგადოების მხრიდან