ნატაშა კარალიოვას უკრაინაში 5 წელი არ შეუშვებენ

კიევში დაბადებულ უკრაინული წარმოშობის რუსეთის ესტრადის ვარსკვლავს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნატაშა კარალიოვას, რომელიც ამჟამად დედის გვარს – პორავაი-ს ატარებს, კიევში 14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისი ქვეყანაში შეშვება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უკრაინის კულტურის სამინისტრომ უცხოელ კულტურის მოღვაწეთა ,,შავი და თეთრი,, სიები შექმნა სადაც ესა თუ ის მოღვაწე, უკრაინის ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულების მიხედვით შეიყვანა. რუს ვარსკვლავთაგან ამ სიაში სხებთან ერთად ნატაშა კარალიოვა, ნატალია ვარლეი, მიხაილ ბოიარსკი და ვალენტინ გაფტიც მოხვდნენ.

nnn

banner
წინა სტატიაში“ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს”- ჯეჯელავა სასწავლო პროცესის ხარვეზებზე
შემდეგი სტატია“არჩევნებზე მშვიდი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის, სამართალდამცველების მობილიზებული ქმედებები გამოიკვეთა”