ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა – დაშავდნენ დამლაგებელი და მშობელი

“ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, რომელიც დამლაგებელსა და ერთ მშობელს დაეცა“ – ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.

როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. „ამ სკოლაში ორი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ. შენობდა ძალიან დიდი ხანია, ავარიულია, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ჭერი ჩამოინგრა, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რადგან მეორე სმენის ბავშვები, ანუ ზემო ნატანების ბავშვები 19:00 საათამდე არიან სკოლაში. კიბე ავარიულ მდგომარეობაშია და წესით გადაკეტილი უნდა იყოს. კატასტროფული მდგომარეობაა, წყალი არ არის, საპირფარეშოსაც არ მიეწოდება. ბავშები ზამთარში ღუმელით თბებიან, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე დგას. დამლაგებელი, რომელსაც დაეცა ჭერი, გადაყვანილია საავადმყოფოში და საკმაოდ მძიმედაა – ტვინის შერყევა აქვს. რამდენიმე დღის წინ ნატანების საბავშვო ბაღზეც ვწერდი, რომელიც საერთოდ დახურულია, რადგან ჭერი გადახდილი აქვს, წყალი ჩავიდა შენობაში და ვერ ფუნქციონირებს,“ – ამბობს თათია ნიკოლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა
შემდეგი სტატიარატომ დაიღუპა კურსკის აეროდრომთან ათეულობით ოკუპანტი – ვანო ნადირაძის განმარტება