ნატალია საბანაძე : ვიზალიბერალიზაციის საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია და ახლა საქმე მხოლოდ დროს ეხება

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

ელჩი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

“ჯერჯერობით, არ არის არანაირი დაბრკოლება და უახლოეს მომავალში გადაწყდება ყველაფერი დადებითად. თარიღების დასახელებას ვერიდები, რადგან ხშირად იცვლება. ეს რთული პროცესია ინსტიტუციონალურად, ჩართულია საბჭო და კომისია. თარიღებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არსებული სიტუაციით ბოლო ეტაპზე ვართ” , – განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბინალი ილდირიმი : თურქეთის მმართველი პარტია ოპოზიციასთან ერთად ახალ კონსტიტუციაზე იწყებს მუშაობას
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი შესაძლოა, საქართველოს წელს ეწვიოს