ნატალია საბანაძე – თბილისში რაც ხდება დღეს, პირდაპირ და უშუალოდ არ აისახება ასოცირების საბჭოზე

ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მიმდინარეობს მოვლენები, ძირითადად ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი განვითარებისთვის. ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ და მისი მთავარი მიზანი არის, ვისაუბროთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

„ის, რაც ხდება თბილისში დღეს, პირდაპირ და უშუალოდ არ აისახება საბჭოზე, იმიტომ რომ აქ არის სხვა შინაარსის შეხვედრა და სხვა აქცენტები გაკეთდება. ამ ვიზიტის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, ახალი დინამიკის განსაზღვრა, შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე, იქნება დახურული შეხვედრა, სადაც უსაფრთხოებას განვიხილავთ“, – განაცხადა საბანაძემ.

კითხვაზე, ახდენს თუ არა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გავლენას ასოცირებაზე, საბანაძე აცხადებს, რომ გარკვეულ დონეზე ახდენს.

„უშლის უმაღლეს დონეზე. შეიძლება იმიტომ, რომ ქვეყნის ძალიან დიდი ენერგია მიდის ამ შიდა მოლაპარაკებებზე, მაგრამ ასოცირების შეთანხმება იმდენად ფართოა, ბევრი უწყებაა ჩართული სხვადასხვა დონეზე-სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო სამსახური ფუნქციონირებს ჩვეულებრივად“, – განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს