9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ნატალი ლუაზო: თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

ევროპარლამენტში ელენე ხოშტარიასა და საქართველოში სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ გამართულ დებატებზე ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პარტიიდან „განაახლე ევროპა“ გააკრიტიკა ევროკომისია და ევროპული საბჭო იმის გამო, რომ ისინი სანქციებს არ უწესებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ნატალი ლუაზომ თქვა:
„კოლეგებო, საბედნიეროდ არსებობს ერთი ევროპული ინსტიტუტი, ჩვენი პარლამენტი, რომელიც იცავს ევროკავშირის ღირსებას, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს რეპრესია შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს.
ჩვენს პარლამენტში ევროკავშირისგან მკაცრი ზომებისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არანაირი ნება მნიშვნელოვანი სანქციების გამოყენების ან თბილისის ხელისუფლების იზოლაციისა.
ხოლო კომისია? როგორც ჩანს, მათ ხაზი გადაუსვეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ საშინელ მესიჯს ვგზავნით: ნაცვლად იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროცესებს, ჩანს, თითქოს რუსეთის მხრიდან ამისთვის გაწეული ძალისხმევა ღირდა.
საქართველოზე დროის დახარჯვა ღირს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუ კომისია და საბჭო არაფერს აკეთებენ იქ დემოკრატიისთვის?“

banner
წინა სტატიაშიმალგოჟატა გოშევსკა: თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად
შემდეგი სტატიამირიან ლექსმანი: მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება