ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მან დეტალურად გაიხსენა ასევე არასრულწლოვნობის ასაკში, მისი ორსულობა და მშობიარობა, კლინიკაში გადაყვანა, აღწერა მშობიარობის შემდეგ მომხდარის დეტალები. მან ცოცხალი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანმა გამოძიების წინაშე დააყენა საკითხი, მოიძიონ მისი შვილის ადგილსამყოფელიც, ცოცხალია, გაშვილებულია, სად არის“,_ ამბობს ნატა ვიბლიანის ადვოკატი “რადიო თავისუფლებასთან”.
















