მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, ძალიან მძიმეა ახლა რასაც ვიტყვი, მოხდა მამის საფლავზე. საფლავის ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი,- ამბობს ნატა ვიბლიანის ადვოკატი სასამართლო პროცესის შემდეგ.
,,დაასახელა ის 4 პირი, ვინც მასზე იძალადეს სექსუალურად. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს სახეზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სექსუალური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა სიცოცხლის მოსპობით, იარაღის თანხლებით…”,-განაცხადა ადვოკატმა.
















