ნატა ფერაძის საქმე სტრასბურგში წავა

სააპელაციო სასამართლოს უარის შემდეგ, ნატა ფერაძის საქმე სტრასბურგში წავა. ნატა ფერაძის ადვოკატები, რომლებმაც საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს, ამბობენ, რომ მოსამართლე ნინო ჭალიძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ინტერესების დამცველის განმარტებით, საქმეში არ არსებობდა გარემოება, რის საფუძველზეც ნატა ფერაძე პატიმრობაში უნდა გაეშვათ.

ნინო ჭალიძემ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი და არგუმენტაციის ნაწილში მიუთითა ის, რომ ჩვენ არ გვქონდა ახალი არგუუმენტები. არცერთ ეტაპზე ნაატ ფერაძეს არ ჰქონია ის პოზიცია, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული ქმედება. მოსამართლემ ასევე დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის მსგავსად ის ფაქტი, რომ თითქოს სამებაში ყვიროდა ნატა ფერაძე და აღნიშნულიც ერთი მოწმის საფუძველზე გააკეთა. ძალიან ცუდი პრეცედენტია იმის გამო, რომ ერთი მოწმის საფუძველზე შეუძლია მოსამართლეს აღნიშნიშული ფაქტები დადგენილად მიიჩნიოს. მთავარია და რაც ყველაზე მეტად მიუღებელია და დაუსაბუთებელია გადაწყვეტილებაში ის, რომ სანქციის ნაწილში მოსამართლემ არ იმსჯელა, თუნდაც დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი, რატომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სანქცია პატიმრობის სახით. ამ ყველაფრიდან გამომინარე მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, – ამბობს საიას ადვოკატი ჯაბა ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ საჩივარი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა, სააპელაციო სასამართლომ შაბლონური არგუმენტით დაიწუნა. მოსამართლემ საქმეში ახალი მტკიცებულები და გარემოებები ვერ დაინახა.

სტალინის გამოსაუხლებიანი ხატის გაპროტესტების გამო დაკავებული ფერაძის პატიმრობიდან დღეს უკვე მესამე დღეა. მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა ძალებმა კიდევ 800-ზე მეტი ოკუპანტი და მტრის 31 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს
შემდეგი სტატიაოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა