ნატა ფერაძემ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თბილისში საცხოვრებელი სახლი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თბილისში საცხოვრებელი სახლი დატოვა. მიზეზი მის სახლთან აგრესიული ჯგუფების მიერ დაანონსებული მორიგი შეკრებაა.

ფერაძე სახელმწიფოსგან საკუთარი და ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით, შესაბამის მიმართვას ამზადებს.

“მანამ ასეთი გამწვავებული არის სიტუაცია და “ალტ-ინფო” და რუსული ოცნება თესავენ ასეთ აგრესიას, უმჯობესი იქნება თუ არ გავაკეთებდით პროვოცირებას და გადმოვედით უსაფრთხო ადგილას მე და ჩემი შვილი. დროებით დავტოვეთ სახლი და მივიღებთ ზომებს უსაფრთხოებისას სამომავლოდაც. თუმცა, ნუ, ვიფიქრეთ, რომ ეს არ არის შემთხვევა, როცა იქ უნდა ვითამაშოთ რაღაცა ჰეროიკული ისინი, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც ამოდიოდა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს ბელინსკის ქუჩის დასაწყისში და გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე. სამართალდამცავები რომ არა, გადამპარსავდნენ და ჩამქოლავდნენ”, – ამბობს მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მივიდნენ. ისინი ნატა ფერაძეს ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch-ის ანგარიში: საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“