ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან ლექციების ჩატარებას იწყებს

„პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე კოლეგა ლექტორებთან ერთად თბილისის მერიასთან ლექციების ჩატარებას იწყებს. როგორც ფერაძემ განაცხადა, პერმანენტულად მერიის წინ გამწვანებისა და ეკოლოგიის შესახებ აქციები გაიმართება, სადაც ის მოიყვანს თავის სტუდენტებს, მერიასთან მივლენ სხვადასხვა ლექტორები და ისინიც გამართავენ ლექციებს.
”დღეს თქვეს, რომ რეორგანიზაცია დაიწყო გამწვანების სამსახურის. მაგრამ სახელის შეცვლა რეორგანიზაციას არ ნიშნავს. გარდა ამისა შეხვედრებზე არც ერთი ჩვენი წევრი ან ორგანიზაცია, რომელიც გვერდით გვედგა, არ ყოფილა. ეს არის უბრალოდ ილუზია, თითქოს აკეთებენ იმას, რასაც ვაპროტესტებთ, მაგრამ რისი კეთებაც დაიწყეს, ეს არის შეურაცხმყოფელი. დღეს შეიკრიბნენ საკრებულოში და სახელი გადაარქვეს გამწვანების სამსახურს. ჩვენ ამით კიდევ უფრო გავბრაზდით. იმედი გაქვს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვა”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
მისივე თქმით, მართალია დავით ნარმანიას არ აინტერესებს ნატა ფერაძე შიმშილობს თუ არა, მაგრამ მას მაინც მოუწევს ამის გაგება, ვინაიდან, ფერაძის თქმით, თბილისის მერს არ აქვს უფლება არ აინტერესებდეს მისი მოქალაქეების პროტესტი“. ”ნარმანიას ალბათ არ შერცხვება, მაგრამ მოუწევს წესიერი რეორგანიზაცია გაუკეთოს გამწვანების სამსახურს”, – აღნიშნა ნატა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე პარლამენტის ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს