ნასტია რიბკა ტრამპისა და რუსების კავშირზე მოყოლას აპირებს თუკი მას ამერიკელები თავშესაფარს მისცემენ

ალექსანდრ ნავალნის გამოძიების გმირმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ ჟურნალისტებს ტრამპისა და რუსი პოლიტიკოსების კავშირებზე მოუყვება, თუკი ისინი ტაილანდის ციხიდან მის გაყვანას შეძლებენ.
ნასტია რიბკა, იგივე ანასტასია ვაშუკევიჩი ამერიკის მთავრობას თავშესაფარს სთხოვს – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს რიბკას “ინსტაგრამზე” გამოჩნდა.
უფრო ადრე მას ვიდეოტრანსლაცია ჰქონდა, სადაც ამერიკულ მედიას მიმართა წინადადებით, რომ მისი ტაილანდის ციხიდან გაყვანის სანაცვლოდ ის მათ ტრამპისა და რუსი დეპუტატების კავშირებზე მოუყვებოდა. “ადრე არ მინდოდა ამ ინფორმაციის გაცემა, ახლა კი ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემს ჩაკეტვას აპირებენ და ძალიან დიდი ხნით… თუკი ტაის ციხეში ცოცხალს მიპოვით, დიდი სიამოვნებით დაგეკონტაქტებით” – ამბობს ვიდეომიმართვაში რიბკა. ის თავის “სექს-ტრენერ” ალექსანდრე კორილოვთან და სხვა 8 რუსთან ერთად 26 თებერვალს “არაკანონიერი სამეწარმეო ქმედების” – სექს-ტრენინგების გამო დააკავეს. თვითონ რიბკა თვლის, რომ მისი დაკავება რუსეთის მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
8 თებერვალს ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა ფილმი-გამოძიება, სადაც რუსეთის ვიცე-პრემიერს სერგეი პრიხოდკოს მილიარდელ დერიპასკისაგან იახტით და ესკორტ-მომსახურების სახით ქრთამის მიღებაში ადანაშაულებს. ამის საბაბი გახდა ნასტია რიბკას მიერ “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული შესაბამისი ფოტოები, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად იახტაზე იყო გადაღებული.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას პრეზიდენტმა ლიბერალიზმს და ტოლერანტობას ცრუსწავლებები უწოდა
შემდეგი სტატიავახო სანაია დღეს გამომძიებლებს შეხვდება