ნასიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, შოთა ტოტელიშვილის ინფორმაციით, ნასიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, მას გამჭოლი ჭრილობები მარჯვენა მხრის და მარჯვენა ბარძაყის არეში აღენიშნება.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში. მას აღენიშნება მარჯვენა მხრის და მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან, ზომიერი სისხლდენით. პაციენტი მოთავსდა გადაუდებელ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა ჭრილობების პირველადი დამუშავება. ამ ეტაპზე სისხლდენა შეჩერებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ექიმმა.

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – შემოდგომაზე, რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ საქართველოში
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – გიორგი ვაშაძეს მე პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია