ინაშვილი – „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მთელი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებები დაწერილი აქვს, რამდენადაც ვიცი, ინარჩუნებს პოზიციას

„ჩვენ სიის შესახებ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, სიის მთელ შემადგენლობას დაწერილი აქვს განცხადებები. მე ეს სია მივიტანე შეხვედრისას საელჩოში, ერთ-ერთ შეხვედრაზე წარვადგინე და სხვა პარტიებსაც მოვუწოდე, რომ თავიდანვე ამ გზით წავსულიყავით, ყველაზე მარტივი გზა იყო ეს, 45 დღეში დაინიშნებოდა ახალი არჩევნები, მაგრამ სხვა პარტიებმა აირჩიეს სხვა სტრატეგია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩვენ – „პატრიოტთა ალიანსი“ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების გეზი და სტრატეგია, განცხადებები დაწერილი აქვს სიის მთელ შემადგენლობას, სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. ჩვენ სხვა სტრატეგიით წავედით, მინდა, გესმოდეთ, რომ არ გვაქვს არავის ვალი – არც ხელისუფლების და მმართველი პარტიიის, არც სხვა ოპოზიციური პარტიების. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა, თავიდანვე სიამ დაწერა განცხადებები, დღეს არის ეს რეალობა“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ესაუბრეთ თქვენი სიის წევრებს, სხვები ხო არ შედიან პარლამენტში“, ინაშვილი ამბობს, რომ რამდენადაც იცის, სიის მთელი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებები დაწერილი აქვს, ინარჩუნებს პოზიციას.

ირმა ინაშვილის განმარტებით, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ურყევი პოზიციაა.

„ესეთი რეალობა არის ქვეყნაში, მაგალითად მე, პოლიტიკურ სისტემას შევცვლიდი და სხვაგვარად ვხედავ პოლიტიკურ სისტემასაც, არჩევნებსაც, დაფინანსების წესსაც. დღეს რა რეალობაც გვაქვს, ყველა პარტიიის სიაში არის წარმოდგენილი პოლიტიკური ნაწილი, პოლიტიკური შემადგენელი და არის ბიზნეს შემადგენელი, რომელსაც პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

ბატონი ავთანდილიც არის ბიზნესმენი და არ არის პოლიტიკოსი, ამიტომ სიის მთელი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებები დაწერილი აქვს, მე რამდენადაც ვიცი, ინარჩუნებს ამ პოზიციას დღევანდელი მდგომარეობით. ყველას უნდა ესმოდეს, ვერავინ გაექცევა მთავარ ფაქტორს, ამ მთავარ უკანონობას და ტრაგედიას – არჩევნები გაყალბდა, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს არის „პატრიოტთა ალიანსის“ ურყევი პოზიცია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიონლაინ შეხვედრა მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან
შემდეგი სტატიადეგნანი: არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს