ნასამართლობა, ნარკოტიკის მოხმარება – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის “საქმენი საგმირონი”

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა და გიული ალასანიასთვის სტუ-ს ერთ-ერთი კორპუსის სიმბოლურ ფასად დათმობის გამოძიება და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

იმას თავი გავანებოთ, რომ ცნობილი ანეკდოტისა არ იყოს, გურგენიძეს ახლა რატომ “გაეხსნა გონება” და ეს ფაქტი მომხდარიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ რატომ გაახსენდა. მოდით, უბრალოდ, გადავხედოთ, ვინ არის დავით გურგენიძე, რა გზა გამოიარა და რა პირადი მაგალითი შეუძლია მისცეს სდუდენტებს?

გავიხსენოთ, რომ 2021 წლის მაისში თვეზე მეტხანს გაგრძელდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა აქციები, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ. მიზეზად სტუდენტები ასახელებენ იმას, რომ გურგენიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით იყო ნაკარნახევი და რომელიც თან ერთვის ამ მასალას, დაზარალებულმა ამოიცნო დავით გურგენიძე, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ დავით გურგენიძეს და მის თანმხლებ პირებს დაუდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება, რისთვისაც დაჯარიმდნენ ადმინისტრაციული წესით.

აქციის მონაწილე სტუდენტები შიმშილობის გამოცხადებასაც აანონსებდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

თავად რექტორი, დავით გურგენიძე კი აცხადებს, რომ ყველა ნასამართლეობა გაქარწყლებულია და რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებულია, ხოლო მისი ოჯახი 2007-2009 წლებში იდევნებოდა.

მასალას თან ერთვის ფრაგმენტები სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ბრძანების ელექტრონული ვერსია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა – თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატიადაიწყეთ მზადება თბილისის წიგნის დღეებისთვის – ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი