ნასამ მზისკენ ზონდის გაშვება ერთი დღით გადადო

ნასამ ერთი დღით გადადო კვლევითი ზონდის “პარკერი” გაშვება, რომელმაც, პირველად ისტორიაში უნდა გაიაროს მზის ატმოსფერო და ფაქტობრივად ვარსკვლავს უნდა შეეხოს. გაშვება ტექნიკური პრობლების გამო გადაიდო. ზონდს მზის სისტემის პირველი მკვლევარის, ამერიკელი ფიზიკოსის იუჯინ პარკერის სახელი დაარქვეს. მისი მისიაა მოხსნას ყველა რეკორდი და მზეს 6,4 მილ. კილომეტრზე მიუახლოვდეს.

ნასა თვლის, რომ კოსმოსური ოდისეა საშუალებას მისცემთ უკეთესად გაიცნონ კოსმოსური ამინდის ბუნება, რომელიც მზისგან მომავალი ნაწილაკების მოძრაობას განსაზღვრავს.
ნასას წარმომადგენლების თქმით, გაფრენა კვირას განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი