16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ნასაკირალში მოკლული ქალის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

ნასაკირალში მოკლული მარგო ზოიძის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებასა და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“ჩვენ ვართ დაზარალებული მხარე. რაც 28 აგვისტოს მოხდა, მსგავსი ვანდალიზმი ამ სოფელს არ ახსოვს. ვითხოვთ მკვლელის უვადოდ დასჯას. მისი დასჯით ამოისუნთქებს სოფელი, ამოისუნთქებს ხალხი” – ამბობს მარგო ზოიძის ახლობელი. კომენტარს ადგილობრივი გამოცემა Guria News ავრცელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში შუახნის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეზობელი შსს-მ დღეს დააკავა. მას ბრალი 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მარგო ზოიძეს თხილის ჩაბარებით 5 000 ლარამდე ჰქონდა შეგროვებული. სწორედ ეს გახდა ყაჩაღობის მოტივი. სახლში მარტო მყოფ ქალს ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: ბრალდებულებმა თავადაც მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც დაურ ბუავამდე მივიდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დაშლაზე