12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ნასაკირალში ადგილობრივებმა დაარბიეს სახლი, სადაც 62 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა

ნასაკირალში ადგილობრივებმა დაარბიეს სახლი, სადაც 62 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა.

მკვლელობა სოფელ ნასაკირალში 28 აგვისტოს მოხდა. ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნასაკირალში 62 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის თქმით შემთხვევის დღეს ბრალდებული ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყო, მან უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და ქალს 60 ჭრილობა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და დეზინფორმატორებში ნახა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოში მესამე და შემდგომი შვილის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის რეგისტრაცია იწყება