NASA ტურისტებს ორბიტაზე გაუშვებს

NASA ტურისტებს ორბიტაზე გაუშვებს. ადრე სააგენტო უარს ამბობდა თავისი ხომალდები კოსმოსური ტურიზმისთვის გამოეყენებინა, თუმცა 7 ივნისს საჰაერო-კოსმოსურმა სააგენტო “ნასამ” გაავრცელა, რომ ტურისტებს უფლებას დართავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ, გარდა ამისა, პირად კლიენტებს უფლებას მისცემს ორბიტალური ლაბორატორია გამოიყენონ.

“ნასას” მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, წელიწადში სულ ორ კერძო ასტრონავტს გაუშვებენ, რომელთაც ორბიტაზე 30 დღის გატარება შეეძლებათ. ასეთი პირველი გაფრენა უკვე მომავალ წელს დაიგეგმა. ერთი კერძო კოსმოსური გაფრენის ღირებულება 50 მილიონი დოლარი იქნება. თუმცა, ღირებულების ზუსტ ბიუჯეტს “ნასას” პარტნიორი SpaceX и Boeing შეადგენს. “ნასა” პასუხისმგებელი იქნება ტურისტი ორბიტალურ სადგურზე გაიყვანოს. კოსმოსური ტურისტის კვება, კავშირი და სხვა დღიური ხარჯი, დაახლოებით, 35 ათასი დოლარი დაჯდება – ამერიკული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიააშშ-მ თურქეთს რუსულ С-400-ზე უარის სათქმელად ვადა დაუნიშნა