ნარმანიასთვის ცა ბიძინა ივანიშვილის სილუეტით შემოიფარგლება- გრიგალაშვილი

ოპოზიაციის განცხადებით, დედაქალაქის მერმა ნაზღაიძის ოჯახისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის კომპესაციის გადახდის დავალება ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. თემურ გრიგალაშვილის თქმით, სუსმა და დავით ნარმანიამ ამ საქმის მოსაგვარებლად ტანდემსი იმოქმედა.

„სუს-მა ნარმანიასთან ტანდემში თეთრი ძაფით გაკერა ეს საქმე და დანაშაული სახეზეა, ქრთამის გადაცემა მოსამართლის ოჯახისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა. დავით ნარმანია იძახის, რომ ის ცამდე მართალია, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის ცა ბიძინა ივანიშვილის სილუეტით შემოიფარგლება,“ – განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ოკუპაციის ხანა დასრულდა და იწყება ანექსია – სამადაშვილი
შემდეგი სტატია“მიმოწერაში ჩართულები არიან სუს-ის, პროკურატურის წარმომადგენლები”- მინაშვილი მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზე