ნარმანიას თქმით, შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება

”ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების სეზონი. თბილისის მერია კვლავაც აგრძელებს დედაქალაქის ტერიტორისაზე მუშაობას ხეების დარგვასთან დაკავშირებით. წელს არსებული გეგმის მიხედვით, ჩვენ 80 000 ხის დარგვა გვაქვს დაგეგმილი და ის დედაქალაქის ტერიტორიაზე დაირგვება, ასევე ქალაქის შემოგარენში და თბილისის სხვადასხვა უბანში,-აცხადებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

მისი თქმით, აჟიოტაჟი ,რომ მისი დარგული ხეები ნერგები გახმა სიმართლეს არ შეესაბამება და დედაქალაქის გამწვანება ისევ გრძელდება.

,, ნაწილი გამგეობების მეშვეობით ამხანაგობების საერთო საკუთრების ტერიტორიებზე დაირგვება, შეივსება პარკების ტერიტორიებზე არსებული სიცარიელეები. მიღებული გადაწყვეტილებით გამოცხადებული ტენდერების ორწლიანი მოლაპარაკებები ითვალისწინებს ხეების მოვლა-პატრონობას, ამიტომ მათი გახარების მაჩვენებელი იქნება უკეთესი. რაც შეეხება ვერეს ხეობას, ჩვენს მიერ განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები, იქ 4 700 ერთეული ხე-მცენარე დაირგა. გახარების მაჩვენებელი 90%-მდეა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ხეების 80% გაიხარებდა, თუმცა როგორც ხედავთ მაჩვენებელი უკეთესია”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს ჩაინიშნა
შემდეგი სტატია”პატრიოტთა ალიანსმა” ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა