“ნარმანიას ნათესავებს და ახლობლებს ჩაანაცვლებს კალაძის ახლობლები”- ენმ მერიაში მოსალოდნელ ცვლლებებზე

დედაქალაქის მერის კაბინეტს კახა კალაძე ორ კვირაში დაიკავებს, ოპოზიციას მოლოდინი აქვს რომ კახა კალაძე ყველა საკადრო ცვლილებებს საკუთარ თავსა და მის გარემოცვაზე მოირგებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით თუ კახა კალაძეს რეალური ცვლილებები სურს, მაშინ მხარი დაუჭიროს ენმ-ს ინიციატივას და გაუქმდეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ოფისები.

„ნარმანიას ნათესავებს, ახლობლებს ჩაანაცვლებს დღეს უკვე კალაძის ახლობლები და ამ ყველაფერს შეფუთავენ არაკომპეტენტურობის ნიშნით. ბატონ კალაძეს თუ უნდა რეალურად, რომ ადმინისტრაციული რესურსი შეამციროს, არაკომპეტენტური ადამიანები არ იქნენ დასაქმებულნი თბილისის მერიის და საკრებულოს სტრუქტურებში, მე მას მოვუწოდებ, დაუჭიროს მხარი ჩვენს ინიცირებას, რომელიც დღემდე დევს საკრებულოს თაროზე შემოდებული, გაუქმდეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები.“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს” – ISFED
შემდეგი სტატიაკალაძე ერთ-ერთი ყველაზე ნეპოტური, კლანური და კორუფციული ტიპაჟია „ქართულ ოცნებაში“- გოკა გაბაშვილი