ნარმანიას კიდევ ერთი სკანდალური ,,შედევრი,,

14374573_646645092162348_2099726093_o-1თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, სოციალურ ქსელში დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ახლად დამონტაჟებულ ავტობუსის მოსაცდელი ჯიხურების ფოტოებს ავრცელებს…
გავრცელებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ მოსაცდელი ჯიხურები პირდაპირ და სრულად კეტავენ ტროტუარებს…
მოცემული შემთხვევებიდან უმეტესობაში, იმისათვის, რომ ტროტუარზე მოსიარულე ქვეითმა, მოსაცდელ ჯიხურთან გზა განაგრძოს, მას აუცილებლად ამ ჯიხურის მოპირდაპირე მხარეს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება მოუწევს… ზოგ შემთხვევაში კი – მოსაცდელის უკანა მხარეს გაზონზე გადასვლისა და ჯიხურისათვის გვერდის აქცევის საშუალებას იძლევა მერიის ახალი პროექტით გაკეთებული მოსაცდელები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტოები უკვე აქტიურად ზიარდება სოციალურ ქსელში და ის თბილისის მერიის კიდევ ერთხელ დაცინვისა და კრიტიკის ობიექტი ხდება.

banner
წინა სტატიაში“ნიუ იორკ თაიმსი” ჰილარი კლინტონს უცხადებს მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაკურიოზული დაჯილდოება თურქეთში