ნარმანიას იმპიჩმენტი, ნაზღაიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა – ,,ენმ” მოთხოვნებს აყენებს

,,ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით,ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის გადარიცხვა, არის იმ სახის კორუფციული გარიგება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

,,მოვითოხვთ იუსტიციის საბჭოსგან შეუწყდეს კორუპირებულ ნაზღაიძეს უფლებასმოსილება. გააუქმოს ნაზღაიძის გამოტანილი განაჩენი ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე.

მოვითხოვთ გაუქმდეს კორუმპირებული გარიგება მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

დაბრუნდეს ხალხის ფული ბიუჯეტში და ეს ხალხის ფული გადანაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეს მილიონი ლარი ძალიან სჭირდებათ.

ამ უპრეცენდტო გარიგების შემდეგ მოხდეს თბილისის მერის იმპიჩმენტი, რადგან მერი და მერიის სამსახური პირდაპირ არიან კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი

დაისაჯაოს ყველა ის პირის რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.“- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგია ცაგარეიშვილი გიგლა აგულაშვილის მთავარ მრჩევლად დაინიშნა