„ნარმანიამ მოსახლეობას მილიონი ლარი მოპარა და ვიღაც „ტიპს“ ჩაუდო ჯიბეში“ – ხმაური თბილისის მერიაში

news
ავტ.: news მარტი 1, 2017 11:21

„ნარმანიამ მოსახლეობას მილიონი ლარი მოპარა და ვიღაც „ტიპს“ ჩაუდო ჯიბეში“ – ხმაური თბილისის მერიაში

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში, მთავრობის სხდომაზე დაცვის სამსახურმა არ შეუშვა.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას თბილისის მერ დავით ნარმანიასთან კითხვები აქვს, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობას ბიუჯეტიდან მილიონი ლარი მოპარა.

„თბილისის მერი თვიდან ფეხებამდე მილიონიან კორუფციულ სქემაში არის ჩართული. თბილისის მოსახლეობას ნარმანიამ მილიონი ლარი მოპარა და ვიღაც „ტიპს“ ჩაუდო ჯიბეში. ეს იმ დროს, როცა მოსახლეობას დახმარების 100 და 200 ლარზე არბენინებენ წინ და უკან გამგეობებში. ჩვენ გვინდა, მას ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით კი, მერს ოპოზიციასთან შეხვედრის ეშინია, რადგან მის მიმართ ბევრი კითხვები არსებობს.

„მერს როგორც იმის ეშინია, რომ საკრებულოში მოვიდეს და გველაპარაკოს, ეშინია, რომ დაგვითმოს ერთი საათი და გვესაუბროს. რადგან ის ვერ მოდის, ჩვენ მოვედით, მაგრამ აქაც კანონს არღვევს. გაცემულია თურმე სპეციალური კანონი და დაცვის სამსახური შენობაში არ გვიშვებს“, – განაცხადა სამნიძემ.

მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

news
ავტ.: news მარტი 1, 2017 11:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,540
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics