ნარმანია თინა ბოკუჩავამ დღეს მის მოადგილედ დაასახელა ზაზა გოგავასთან ერთად

„მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ქალბატონ თინა ბოკუჩავას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში ალბათ პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი. ეს ყველაფერი კი არის მარტის მოვლენების გამოძახილი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ჩემმა თაობამ, ჩემმა თანატოლებმა თქვეს ახალი პოლიტიკური სიტყვა,” – ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოდაგილემ, იგორ ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანია თინა ბოკუჩავამ დღეს მის მოადგილედ დაასახელა ზაზა გოგავასთან ერთად.

პირველ რიგში ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს და ქალბატონ თინა ბოკუჩავას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში ალბათ პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი. მადლობა ჩემი ორგანიზაციის წევრებს, მადლობა თანამებრძოლებს, რომლებიც მხარდამხარ, ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვიყავით ბრძოლის ველზე, ერთად ვიდექით და ერთმანეთს არ მოვშორებივართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მარტის და მათ შორის აპრილი მაისის მოვლენების გამოძახილი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ჩემმა თაობამ, ჩემმა თანატოლებმა თქვეს ახალი პოლიტიკური სიტყვა, გააკეთეს ახალი პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ეს ენერგია, ეს ძალისხმევა და ერთიანობა, რომელსაც ჩვენ ვასხივებთ, გადავზარდოთ ენერგიად, რომელიც გამარჯვებისთვის იქნება გადამწყვეტი 26 ოქტომბერს. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ წარმოდგენილ ადამიანებს, ჩვენი პარტიის დამსახურებულ წევრებს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა და მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, ეს არის ინსტიტუციური ცვლილება, რადგან ყოველ შემდეგ თავმჯდომარეს, რომელიც იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩემს შემდეგაც, ექნება ეს უნიკალური შესაძლებლობა და როგორც ყოველთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს უნიკალურ პრაქტიკებს ქართულ პოლიტიკაში,” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მდივნის მოადგილე ირაკლი კობახიძეს შეხვდა
შემდეგი სტატიაკელი: 90-იანების შემდეგ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთი ცუდი არ ყოფილა